ყოველდღე, უკრაინის მამაცი ხალხი იცავს ზუსტად იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძველია - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

კიევი იდეალური ადგილია ევროპის დღის აღსანიშნავად - წერს უკრაინის პრეზიდენტი და ტელეგრამზე ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის კადრებს ავრცელებს. ზელენსკი ურსულ ფონ დერ ლეიენს კიევში შეხვდა. 

„ამიერიდან 9 მაისი ევროპის დღე იქნება როგორც ევროკავშირში, ისე უკრაინაში.

დღეს ჩვენ ვიკრიბებით კიევში ამ განსაკუთრებულ დღეს, რადგან კიევი იდეალური ადგილია ევროპის დღის აღსანიშნავად. ყოველდღე უკრაინის მამაცი ხალხი იცავს ზუსტად იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძველია“, - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს, ევროპის დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი