
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი დაიღუპა.
"დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოლექსი ტიტარენკო დაიღუპა. ის მუშაობდა შიდა და ჰუმანიტარული პოლიტიკის დირექტორატის მთავარ კონსულტანტად.
ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს!
უკრაინა ყოველთვის ემახსოვრება გმირებს!", - წერს ერმაკი.