"დედაჩემი ავადაა და ნახეო" - გაუპატიურების მცდელობა გურიაში შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებოდეს

გამოქვეყნდა:

სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი გურიაში - 45 წლის მამაკაცმა 34 წლის ქალი მოტყუებით სახლში შეიყვანა, ვითომ დედის დასახმარებლად, რა დროსაც ძალადობა სცადა. ქალმა თავის დაღწევა მოახერხა და სამართალდამცველებს მიმართა. დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები სხეულზე, მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.  

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი შესაძლოა ოჯახებს შორის მანამდე არსებულ დაპირისპირებას და შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მეზობლები ამბობენ, რომ 34 წლის ქალის მამამთილი, წარსულში წლების განმავლობაში ძალადობდა 45 წლის კაცის ცოლზე.

სავარაუდო მოძალადეს პოლიცია სამი დღეა ეძებს. 

ადგილობრივების თქმით, 45 წლის კაცი მსგავს შემთხვევაში ადრეც იყო მხილებული, თუმცა მაშინ დანაშაული არ დაუმტკიცდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი