ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ჟვანია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის შვილიშვილი დღეს, 2 აგვისტოს დაჭრეს. ფაქტი თავად თოფაძემაც დაადასტურა. "მთავარის" ინფორმაციით, დაპირისპირება გამთენიისას მოხდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი