
რუსეთში, ციმბირის ტყეებში გაჩენილი ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი. როგორც რუსული მედია წერს, მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში მასშტაბური ხანძარია. რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი და აღჭურვილობა ხანძრის გავრცელების გასაკონტროლებლად, რადგან პუტინმა, უკრაინის ომში მეხანძრეებიც ჩართო.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. მიმდინარეობს ტერიტორიიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია.
ტელეგრამ არხებით კი ვრცელდება ფოტო, რომელიც კურგანის რაიონშია გადაღებული. ხანძრის შედეგად ყველაზე დაზარალებულ სოფელში, 9 მაისის აღსანიშნად, პირდაპირ გადამწვარ ტერიტორიაზე საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშა აღმართეს.