
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ქვეყნის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება არასწორი იყო. ამის შესახებ მან ქარის ენერგიის ფორუმზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები სიმართლეს ამბობენ, რომ ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენი ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის.
როგორც ბერბოკმა აღნიშნა, გერმანია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე და ყოველი იაფი კუბური მეტრი გაზის სანაცვლოდ, ევროპამ უსაფრთხოებით ორჯერ და სამჯერ მეტი გადაიხადა.