
ლატვიაში, რიგაში დემონტაჟირებული საბჭოთა ძეგლების ადგილებზე ყვავილების მიტანასა და აკრძალული სიმბოლოების გამოფენისთვის 6 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია, ლატვიის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სამართალწარმოების უმეტესი ნაწილი დაიწყო დემონტაჟირებული საბჭოთა ძეგლების ადგილებზე ყვავილების მიტანასთან და ლატვიაში აკრძალული სიმბოლოების, მათ შორის ასო Z და V სიმბოლიკის გამოფენასთან დაკავშირებით", - წერია ლატვიის პოლიციის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ აღძრულია 9 ადმინისტრაციული და 1 სისხლის სამართლის საქმე.