
სულ მცირე 13 პალესტინელი, მათ შორის სამხედრო დაჯგუფების "ისლამური ჯიჰადის" 3 ლიდერი დაიღუპა ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის შედეგად, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 8 ქალია, ერთ-ერთი კი ბავშვი. დაბომბვის შედეგად კიდევ 20 სამოქალაქო პირი დაშავდა.
"ისლამური ჯიჰადის" წევრები ისრაელს საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.
როგორც გამოცემა წერს, უკანასკნელ სარაკეტო თავდასხმას ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა აგვისტოში მომხდარი 3-დღიანი დაპირისპირების შემდეგ.
თავდასხმა ღაზას სექტორში სამშაბათს დილის საათებში მოხდა, როდესაც ისრაელის 40-მა საბრძოლო თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა ღაზას სექტორის სხვადასხვა პუნქტს დაარტყა, მათ შორის დაიბომბა საცხოვრებელი სახლები. დაღუპულებს შორის 4 არასრულწლოვანია.
პალესტინაში რუსეთის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაბომბვას რუსეთის ერთ მოქალაქე მის მეუღლესთან და შვილთან ერთად ემსხვერპლა.