
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთმა კანადელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. გამოცემა წერს, რომ კანადამ ჩინელი დიპლომატი ქვეყნიდან მას შემდეგ გააძევა, რაც დაზვერვამ დაადგინა, რომ ის თავს ესხმოდა კანადელ დეპუტატს, რომელიც უიღურ მუსლიმებთან მოპყრობის გამო პეკინს აკრიტიკებდა.
მომხდარს ეხმაურება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვან ვენბინი ამბობს, რომ ჩინეთმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღო და კანადამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს "არაგონივრული პროვოკაციები".
"კანადური მხარის არაგონივრული პროვოკაციების საპასუხოდ, ჩინეთმა მიიღო შესაბამისი ზომები. ეს იყო სამართლიანი და აუცილებელი. მოვუწოდებთ კანადას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაგონივრული პროვოკაციები", - განაცახდა ვენბინმა.
აღსანიშნავია, რომ კანადის საპასუხოდ, ჩინეთმა ჯენიფერ ლინ ლალონდეს, შანხაიში კანადის საკონსულოს კონსულს მოუწოდა, 13 მაისამდე დაეტოვებინა ჩინეთი.