ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ და გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას - მსხილაძე

გამოქვეყნდა:

"ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, აშკარაა, რომ მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე საუბრობს.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება არ ემსახურება იმ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი სტატუსის მინიჭებისთვის მისცა.

"ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, აშკარაა, რომ მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის უკვე. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ცვლილების განმარტების ბარათში წერია, რომ ცვლილება ემსახურება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც არის პირიქით - ის გვაშორებს ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან და იმ რეკომენდაციებს, რომელიც ევროკავშირმა მოგცა - ამბობს გიორგი მსხილაძე  

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია გეგმავს პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოართვას და ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ერთპარტიულად დანიშნოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი