"რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ" | ბლინკენი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენს ტელეფონით ესაუბრა. ცნობილია, რომ ოფიციალურმა პირებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი განიხილეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, მხარეებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობაც.

"მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორმხრივი შეშფოთების გლობალური საკითხები, მათ შორის ბოლოდროინდელი მოვლენები სუდანში, რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად", - მეთიუ მილერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი