მზადება არჩევნების გაყალბებისთვის | "ოცნება" ცესკოს სრული უზურპაციისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბების პროცესი დაიწყო და ცესკოს სრული უზურპაციისთვის ემზადება. საკანონმდებლო ინციატივა, რომელიც მმართველ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე სრული კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს, უკვე დარეგისტრირებულია.

პრეზიდენტზე განაწყენებული "ოცნების" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთი უფლების გარეშე ტოვებენ. ამიერიდან აღარ იქნება აუცილებელი სახელმწიფოს მეთაურის თანხმობა და "ოცნების" დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარის სასურველი კანდიდატის დამტკიცებას მარტივი უმრავლესობით შეძლებენ.

ოპონენტები საქართველოს პრეზიდენტს ღია პოზიციის დაფიქსირებისა და კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი