სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონებით დაფინანსებული "ოცნების" პარტიული აქტივი. ტენდენცია აჩვენებს, რომ ივანიშვილის გუნდი აქტიურად იყენებს სახელმწიფო რესურსებს პარტიული ინტერესებისთვის და წლიდან წლამდე ზრდის საჯარო მოხელეების დასაფინანსებლად განკუთვნილი თანხის მოცულობას.
ასევე დგინდება, რომ რეკორდულად არის მომატებული სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში პარტიული ნიშნით დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლეთა რაოდენობა. მათ ანაზღაურებაზე კი მხოლოდ წელს 100 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.