
თარიღმა, რომელსაც კრემლისთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, დღეს ძალიან მოკრძალებულად ჩაიარა. წითელ მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმი მხოლოდ აჩრდილი იყო იმ პომპეზური ღონისძიებებისა, რომლებსაც მოსკოვში ამ დღეს ატარებდნენ, ტრიბუნაზე კი აშკარად დათრგუნულ პუტინს მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო ლიდერი უმშვენებდა გვერდს - შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრეზიდენტები, ასევე ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.
9 მაისს კრემლი ყოველთვის საკუთარი სიძლიერისა და უსაზღვრო სამხედრო პოტენციალის დემონტრირებისთვის იყენებდა, თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და რუსეთის მთავარ მოედანზე მხოლოდ რამდენიმე დაძველებულმა ტანკმა და სამხედრო მანქანამ გაიარა. უკრაინაში რუსეთის საქმე კარგად არ მიდის და ამას უკვე პუტინის ახლო მოკავშირეებიც კი ვერ მალავენ.