პრეზიდენტის ღონისძიების გარდა, ევროპის დღე დღეს ევროკავშირის საელჩომაც აღნიშნა. რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ოპოზიციის წარმომადგენლები.
დარბაზში ისხდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი.
"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დღეს. ევროპა დგას მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარეს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისტორიაში პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს საქართველოსთან ერთად, რომელსაც აქვს ევროპული პერსპექტივა" - განცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.