მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 18 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა და 18 084 383-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 4 767 372 ინფიცირებულით, მეორე ადგილასაა ბრაზილია, სადაც კოვიდ 19-ით დაავადებული 2 708 876 ადამიანია, მესამე ადგილას კი ინდოეთია 1 780 268 ინფიცირებულით. 

ამ დროისთვის, ინფიცირებულია 6 022 608 პირი, საიდანაც 65 795  კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო გამოჯანმრთელდა 11 371 882 ადამიანი. გარდაიცვალა 689 893 პაციენტი. 

მსოფლიოში, ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ჩინეთში, 2019 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში კი უკვე 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

დღეს, 2 აგვისტოს, Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვითსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 177 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 955;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 969;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი