
"ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო. დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. გისურვებთ
ბედნიერ ევროპის დღეს"
- ასე მიმართა ქართველ ხალხს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით.