უკონკურენტო არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გუნდი მოქმედი მენეჯმენტის ინიციტივას ბოიკოტს უცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევნებში მხოლოდ ხაბეიშვილის რჩეულები მიიღებენ მონაწილეობას.
კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე კი სოციალური ქსელი ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარეების გადადგომის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა მოიცვა.