
შვეიცარიამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ შვეიცარიელმა ჯარისკაცებმა იმიტირებული მტრის მოგერიებაზე ივარჯიშეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
სამხედრო წვრთნები ქვეყნის ოთხ დანაყოფში 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 4 000 ჯარისკაცი იყო ჩართული.
შვეიცარიის პირველი ტერიტორიული დივიზიის მეთაურის, მათიას თუშერის განცხადებით, ამ ტიპის წვრთნების მიმართ პარტნიორების მზადყოფნა შეცვლილია.