FBI-მ გაანადგურა რუსული ჯაშუშური პროგრამა, რომელსაც фсб 20 წლის განმავლობაში იყენებდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ფართომასშტაბიანი კიბერშპიონაჟის პროგრამის შეფერხების შესახებ. 

ამერიკელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ фсб კოდს, სახელწოდებით "გველი" თითქმის 20 წლის განმავლობაში იყენებდა.

აღნიშნული პროგრამა "გველი" შექმნილი იყო კონფიდენციალური დოკუმენტების მოსაპარად, სულ მცირე 50 ქვეყანაში, რომლებიც მიეკუთვნებიან NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს, მათ შორის აშშ-ს.

კოდის აღმოსაფხვრელად FBI-მ შეიმუშავა ოპერაცია კოდური სახელწოდებით "მედუზა". ეს არ არის პირველი წელი, როდესაც დასავლური სპეცსამსახურები ამხელენ რუსულ ჰაკერულ ჯგუფებს, რომლებსაც სპეცსამსახურები ან დაზვერვა აკონტროლებს.

როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერები ცდილობენ, ჩაშალონ ან გაანადგურონ ბრიტანეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი