
რუსეთში, კურგანის რეგიონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავდა 13, - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС სამედიცინო სერვისებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგიონში ხანძრის გამო 300-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 3,9 ათასი შენობა დაიწვა. გარდა ამისა, სოფელი ულდუსი თითქმის მთლიანად დაიწვა. ასევე დამწვარია 18 038 ჰექტარი მიწა.