
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 10 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 196 310;
ტანკი - 3 736;
ჯავშანტექნიკა - 7 275;
საარტილერიო სისტემა - 3 039;
სარაკეტო სისტემა - 555;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 308;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 624;
საკრუიზო რაკეტები - 970;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 974;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 389.