სისხლიანი გარჩევა თბილისში - გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

თბილისში ახალგაზრდები ისევ ერთმანეთის სისხლს ღვრიან. გამთენიისას დაჭრეს ბიზნესმენისა და ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს. ოჯახის თქმით, საკმაოდ მძიმე. სასწრაფომ დაჭრილი კლინიკაში მიიყვანა, სადაც ოპერაცია დილითვე ჩაუტარდა.. 

კონფლიქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

დაკავებული ბ.ჟ, როგორც აღმოჩნდა, ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიონია. საავადმყოფო, არც ადასტურებს და არც უარყოფს, რომ ისიც დაჭრილია და იმავე კლინიკაში მკურნალობს. 

დაჭრილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი და ადვოკატი ავრცელებენ. თუმცა ყველა დეტალი არც მათ იციან, რადგან დაწყებულ გამოძიებას მათთვის დაზარალებულის სტატუსი ჯერჯერობით არ მიუნიჭებია. დაკავებულ ჟვანიას ბრალად ლევან თოფაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი