სიდნეიში კაცი საკუთარი საიუველირო მაღაზიის ძარცვის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

სიდნეიში დააკავეს კაცი, რომელმაც სადაზღვეო კომპანიის მოსატყუებლად, სავარაუდოდ, საკუთარი ძვირადღირებული მაღაზიის გაქურდვა დაგეგმა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, სავარაუდო ყალბი ძარცვა იანვარში მოხდა - ორი პირი მაღაზიაში შეიჭრა და მაღაზიის მფლობელს, მიშელ გერმანსა და კიდევ ერთ თანამშრომელ ქალს, სეიფზე წვდომის მოთხოვნით, დანით დაემუქრა. პოლიციის ინფორმაციით, ქალმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო და ინციდენტის შედეგად "ტრავმირებული" დარჩა.

თუმცა პოლიციის ვერსიით, 65 წლის გერმანმა ინციდენტი, სადაზღვევო კომპანიის მოტყუების მიზნით მოაწყო. ახლა მას ბრალად ედება ყაჩაღობა, თაღლითობა და მოტყუება. პოლიციის თქმით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მაღაზიის მფლობელი ამ ძარცვაში მონაწილეობდა.

ორი პირი, რომლებიც მაღაზიის თანამშრომლებს დაემუქრნენ, პოლიციამ დააკავა, მოსალოდნელია, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება.

მიშელ გერმანი ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიუველირო ბრენდის მფლობელია. მას სამკაულები შექმნილი აქვს საუდის სამეფო ოჯახის, ელიზაბეტ ტეილორისა და პრინცესა დიანასთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი