ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება - ყველანაირი მეთოდით, მათ შორის საარჩევნო კომისიების ნათესავებითა და ახლობლებით დაკომპლექტების გზით.
აჭარა ჯერ აქტიურ წინასაარჩევნო პროცესში არ ჩართულა. მაგრამ არჩევნებისთვის მზადება მმართველმა გუნდმა, როგორც ჩანს უკვე საკუთარი მეთოდებით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია შეირჩა. უფრო გასაგები, რომ იყოს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აირჩია საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებსაც 2020 წლის არჩევნებში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სწორედ ამიტომ პოსტ- ფაქტუმის გუნდი დაინტერესდა, ვინ არიან უსკოს კომისიის წვრები და აპარატის თანამშრომლები:
როგორც ჩანს, კომისიის ექვსი წევრიდან სამი ნათესავურ კავშირშია მმართველ გუნდთან, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეც. მაღალჩინოსნების ნათესავები არიან აპარატის წევრებიც. არადა, წესით უსკოს თანამშრომლები ყოველგავრი პარტიული ინტერესებისგან დამოუკიდებელები უნდა იყვენენ. ეჭვი, რომ არ გაჩნდეს არჩევნების დროს მათ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ უსკოში მივედით, გვინდოდა ყველა ის ადამაინი გვენახა, ვისაც მმართველ გუნდთან ნათესური კავშირი აქვს. სამუშაო დღეს იქ მხოლოდ ერთი თამშრომელი დაგვხვდა. ადგილზე სოფიო კახიძე ვნახეთ, მისი ფოტოები მმართველი პარტიის მაისურებით ინტერნეტში მრავლად იძებნება. სოფიო გვიმტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" მიმართ სიმპათიები გვერდით გადადო და ახლა მის გადაწყვეტილებებზე ეს გავლენას არ ახდენს.
უსკოს წევრების ძებნა არ შეგვეწყვიტა, მათ ერთ-ერთ შეხვედრაზე მივაგენით და თავმჯდომარესთან ინტერვიუც ჩავწერეთ, როგროც აღმოჩნდა პარმენ ჯალაღონიას კომის წევრების მმართველ გუნდთან ნათესავური კავშირები უხერხულობას არ უქმნის და ეჭვი, არც ამ ადამიანების პროფესიონალიზმში ეპარება.
პარმენ ჯალაღონია, არც იმას მალავს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნამდვილად მისი მეჯვარეა, მისი მეუღლე მარიამ მახარაძე კი მთავრობის აპარატში, იურდიულ განყოფილებაში მუშაობს.
ჩვენ ახლა კორუფციაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ "ქართულ ჯიფრულ" პონტში აჭარაში თანამდებობის განაწილების დროს ნამდვილად იგრძნობა. ნათესავური კავშირებს იმ უწყებაშიც მრავლად ნახავთ, რომელიც აჭარის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომისიას, აჭარის საარჩევნო კომისიას ირჩევს. ეს აჭარის უმაღლესი საბჭოა.
მარიკა დავითაძე უმაღლესი საბჭოს იურიდიულ სამსახურში არის დასაქმებული, ის თავის მხრივ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებილის, არჩილ ჩიქოვანის მეუღლეა. არჩილ ჩიქოვანის ცოლის ძმა, გიორგი დავითაძე კი უმაღლეს საბჭოში აგრო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა.
უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძეს თანაშემწედ მისივე მეზობელი, სოფიო კონცელიძე ჰყავს დასაქმებული. რომელიც თავის მხრივ სულხან ოქროპირიძის მეუღლეა, ოქროპირიძე კი ამჟამად, მუზეუმების გაერთიანების უფროსია. მეორე თანაშემწე ხათუნა ნაყეურია, რომლის ქმარიც, ირაკლი ცეცხლაძე უმაღლეს საბჭოში ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის აპარატის უფროსია.
ჩვენ, ბუნებრივია უმაღლეს საბჭოში მივედით, გვინდოდა გაგვეგო, რა პრინციპით შეირჩნენ თანამშრომლები. შენობაში არავინ შეგვიშვა, მოტივით, რომ თავმჯდომარეც და მისი თანაშემწეებიც შვებულებაში იმყოფებიან. . ჩვენ დავით გაბაიძესთან მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუ ჩავაწერეთ, ის პარტიული ნიშნით უმაღლეს საბჭოში ადამიანების დასაქმებას გამორიცხავს. ვესაუბრეთ გაბაიძის თანაშემწეს ხათუნა ნაყეურსაც, რომელის შესახებ მისმა უფროსმა გივთხრა, რომ ნაყეურმა საკმაოდ დიდი ანაზღაურება და მაღალი პოზიცია დათმო, რომ დაბალ ხელფასზე და თანაშემწის პოზიციაზე უმაღლეს საბჭოში ემუშავა, იქ სადაც მისი მეუღლეც მუშაობს. ნაყეურსაც ტელეფონით დავუკავშირდით.
უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეკიხთვები აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს. Როგორც აღმოჩნდა, უმაღლესმა საბჭომ ახალი წევრების პროცესი არაგამჭვირვალედ ჩაატარა. "გამჭვირვალობა საქართველომ" ახალი წევრების გამოცდილების შესახებ საბჭოს ოფიციალურად მიმართა, მაგრამ მარიამ გუგუნავას შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
ჩვენ შევეცადეთ მარიამ ჭკადუა მოგვეძებნა, მივედით საარჩევნო კომისიაში, სადაც გვითხრეს,რომ ახალი წვრების უფლებამოსილება ძალში 27 აგვისტოდან შედის. მივაკითხეთ მარიამის მეუღლეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მაგრამ მისი ნახვა ვერც იქ მოვახერხეთ. მარიამს გაუქმებული აქვს სოცილაური ქსელიც და დაკაშირება არც მის მობილურ ტელეფონზეა შესაძლებელი. ნათესავური კავშირებით საარჩევნიო კომისიაში ადამაინების დაკომპლექტებას მმართველი გუნდის სასარგებლოდ დავალებების შესრულაბად აფასებენ ოპოზიციაში.
არჩევნებამდე რამდენიმე რამდენიმე თვე არის დარჩენილი. იმ ფონზე კი როდესაც აჭარის საარჩევნო კომისიის წევრების ღია ნათესავური კავშირებუ და მათი გემოვნებები ასე მჭიდრო კავშრიშია "ქართულ ოცნებასთან" რთული გამოსაცნობი ალაბათ არ იქნება, როგორ შეიძლება დასრულდეს ქვეყნისათვის ყევლაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ზღვისპირა ქალაქში.