ერთი ადგილი თუ აქვს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას, თქვენ საქართველო დასაჯეთ - ზარქუა ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელმაც პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მორიგი რუსული პროვოკაცია უწოდა, დეპუტატი ზარქუა შეურაცხმყოფელი კომენტარით ეხმაურება. ის ამბობს, რომ ზურაბიშვილი "აცდენილია რეალობას" და "ერთი ადგილი თუ აქვს", უნდა ჩავიდეს ევროპაში და უთხრას, რომ ევროპამ საქართველო დასაჯა, როცა კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა: 

"რაც შეეხება პრეზიდენტს, ბოლო პერიოდში აცდენილია რეალობას, ვერ საზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში რა არის და რა - არა. ახლა მივიდეს და უთხრას მილიონამდე ეთნიკურ ქართველს, რომ ეს არ არის სწორი, რომ ისევ უნდა იწვალონ, გადმოფრინდნენ ერევნით, აზერბაიჯანით, მეტი დახარჯონ, აღარაფერს ვამბობ ტურისტულ სარგებელზე. დაელაპარაკოს იმ მოქალაქეებს ქალბატონი სალომე, მივიდეს და უთხრას: "იცით რა, თქვენ არ გეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ გაგიმარტივდათ საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენ მაინც უნდა გაგირთულოთ". აცდენილია, ვერ შედგა მისგან ვერც მთავარსარდალი, ვერც საქართველოს ლიდერი და ვერც პოლიტიკური ფიგურა, ამიტომ მიწურვის ჟამი უდგება პრეზიდენტობის ვადის და უნდა დაამახსოვროს საქართველოს თავი როგორც მებრძოლმა ევროინტეგრაციისთვის. მაგის შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას თქვენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა სამართლიანად ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი. ჩავიდეს და ელაპარაკოს, ხომ აქვს კავშირები, ხომ ამბობს, ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ, რომ ევროპასთან მეტად დააგვაახლოებდა. რა გააკეთა ქალბატონმა სალომემ გარდა იმისა, რომ მავნებლობს?! ",[IPN] - განაცხადა ზარქუამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი