"ჩვენ ვეყრდნობოდით არა დასავლურ ძალებს, არამედ 85 მლნ ადამიანის შორსმჭვრეტელობას" | ერდოღანი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვეყრდნობოდით არა დასავლურ ძალებს, რომლებიც ყურში ჩაგვჩურჩულებენ, არამედ 85 მილიონი ადამიანის შორსმჭვრეტელობას", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა.

"დღეს ჩვენ 85 მილიონი ადამიანის შორსმჭვრეტელობასა და წინდახედულობას ვეყრდნობით. ჩვენ მთელი გულით გვჯერა, რომ ანატოლიური ცოდნა გაიმარჯვებს 14 მაისს", - თქვა მან.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ბოლო 21 წლის განმავლობაში ბევრი ბინძური სცენარია, რომელსაც ხელისუფლება ებრძვის. მისი თქმით, მათ შორისაა: გეზის პარკის მოვლენები, სამხედრო გადატრიალების მცდელობა, ე.წ. ისლამური სახელმწიფო და "ქურთისტანის მუშათა პარტია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი