"ქართული ოცნების" ახალი შეთქმულების თეორია - ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას ადანაშულებს. შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს საქართველოში რევოლუციური სცენარის დაფინანსებაში სდებს ბრალს.
"ოცნების" საპარლამენტო ლიდერი იმისაც კი მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ ხარჯები გაასაჯაროვოს და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ არ არის ჩართული მსგავს შეთქმულებაში. უფრო მეტიც, შალვა პაპუაშვილი ოთხი ოპოზიციური პარტიის მაქინაციურ საფინანსო სქემაზე ლაპარაკობს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ და ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული შემოაქვთ.