პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს - სალომე ზურაბიშვილი აანონსებს, რომ დაბლოკავს ცვლილებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონში, რომლებსაც ახლა "ქართული ოცნება" ამზადებს. მმართველ პარტიას სურს, ჩამოართვას პრეზიდენტს ცესკოს თვმჯდომარის წარდგენის უფლება და უფრო მეტიც, დამტკიცებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა უბრალო უმრავლესობამდე ჩამოიყვანოს, რაც პროცესიდან ოპოზიციასაც გათიშავს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ "ქართული ოცნება" ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი