
ისრაელსა და ღაზას სექტორში მოქმედ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის, ეგვიპტის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობითვე, ისრაელის მთავრობა ეგვიპტისგან ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიღებას ადასტურებს, თუმცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა, ამ დროისთვის, ეგვიპტის შეთავაზებას აანალიზებს.
ისრაელის მედია კი წერს, რომ ქვეყნის არმია იწყებს ოპერაციას "სახურავებზე დაკაკუნება", რომლის მიზანიც იმ მრავალსართულიანი შენობების განადგურებაა, სადაც მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურა მდებარეობს.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.