"არაერთი სპეკულაცია იყო სანქციების გვერდის ავლაზე და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ასეთი რამ საქართველოში არ ხდება" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"არაერთი სპეკულაცია იყო სანქციების გვერდის ავლაზე და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ასეთი რამ საქართველოში არ ხდება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს. 

არაერთი სპეკულაცია იყო ზოგადად სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ასეთი რამ საქართველოში არ ხდება. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისი მინისტრების და მოადგილეების მხრიდან, რომ არცერთ შემთხვევაში არ იქნება სანქციების გვერდის ავლა დაშვებული. ამ ფარგლებში იმოქმედებს, ბუნებრივია, ხელისუფლება. მაგრამ, რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ამას ჩვენ, ბუნებრივია, არ გავაკეთებთ, ვერ გავაკეთებთ. ამაზე ჩვენი პოზიცია არის ცხადი, - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი