"ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა" | კობახიძე პუტინის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"დღეს თუ ეს არის ჯილდო "ქართული ოცნებისთვის", გამოდის, რომ 2019 წელს, მაშინ, რუსეთმა "ქართული ოცნება" დასაჯა - ხომ მარტივი ლოგიკაა? რაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ 2019 წელს, ანუ, მაშინ დასაჯა რუსული "ქართული ოცნება", მათი განმარტებით, დღეს ახლა დააჯილდოვა, ეს სასჯელი მოუხსნა, სად არის აქ ლოგიკა? სინამდვილეში, რეალობა არის ერთი, რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ"

- თქვა ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი