
"თქვენ გახსოვთ, შარშან სამი ქსენოფობიური კამპანია, რომელიც იყო აბსულუტურად საფუძველს მოკლებული, პანიკის შექმნის მცდელობა ჰქონდათ საზოგადოებაში, გარკვეულწილად მან იმოქმედა საზოგადოებაზე, თუმცა მერე ყველამ ნახა, რომ ეს იყო ნონსენსი და აბსურდი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში ისაუბრა.
სამჯერ იყო ქსენოფობიური კამპანიის აწევის მცდელობა - პირველი უკავშირდებოდა ომის დაწყებას, როცა გარკვეული რაოდენობით შემოვიდნენ მათ შორის ეთნიკური რუსები, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, მეორე უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და მესამე მობილიზაციის გამოცხადებას - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, "ეს იყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება".
სამივე ჯერზე იქმნებოდა პანიკა,რომ თითქოს ლამის რუსები გადააჭარბებდნენ ქართველებს ჩვენს ქვეყანაში", რაც იყო ცარიელი სპეკულაცია და ეს იყო ჩვეულებრივი ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ლიბერალიზმთან და არც არაფერთან, კლასიკური გაგებით - ესიყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, ჩვეულებრივი ქსენოფობია, - თქვა ირაკლი კობახიძემ.