"რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას... ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს" | კობახიძე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ბანაკზე

გამოქვეყნდა:

"რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას... ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ბანაკსა და ამ საკითხზე სამთავრობო პროპაგანდისტული არხების რეპორტაჟებს. ამის შესახებ მან TV იმედის ეთერში ისაუბრა.

საინტერესოა, რა მიზნით ხდება ამ ადამიანების მომზადება იარაღის ხმარებაში, გამოყენებაში. მითუმეტეს, "გირჩი" არის ზუსტად ის ორგანიზაცია, რომელიც დეზერტირობაში ფულს იღებდა. რეალურად, იარაღის ხმარება უნდა ისწავლო, თუ ამის სურვილი გაქვს, სამხედრო სამსახურში. არსებობს თავდაცვის სამინისტრო, არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური და თუ ვინმეს უნდა იარაღის მოპყრობის სწავლა და მსგავსი ტიპის ტრენინგების გავლა, ამისათვის შესაბამისი დაწესებულება არის, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო. თუმცა, "გირჩი" არის ზუსტად ის ორგანიზაცია, რომელიც დეზერტირობაში იღებდა ფულს.

ამაში ფულს აკეთებდა, ოფიციალურად აკეთებდა ფულს. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყნის თავდაცვის მიზნით არ ხდება ეგ. ადამიანებისთვის ტრენინგების ჩატარება იარაღის გამოყენებაში. არის, როგორც ჩანს, სხვა მიზანი და თუ დავუკვირდებით ჩვენ ამ აქციების სულისკვეთებას, რაშიც "გირჩის" წარმომადგენლები ძალიან აქტიურ როლს ასრულებენ, შეიძლება კონკრეტული ეჭვები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნით ხდება ამ ადამიანების დატრენინგება.

ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია - ზოგადად რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე, როცა ამას უკავშირდება უცხოური დაფინანსება, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ამიტომ ალბათ ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს, - ამბობს კობახიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი