"საქართველოში ელჩის დაბრუნება სჭირდება უკრაინულ მხარეს... არახამია არავითარ რეაგირებას არ იმსახურებს" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"საქართველოში ელჩის დაბრუნება სჭირდება უკრაინულ მხარეს... არახამია არავითარ რეაგირებას არ იმსახურებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს. 

უკრაინაში რა ვითარებაა, კარგად იცით. ყველა თვალსაზრისით, ჰუმანიტარული, ეკონომიკური... სრული უბედურებაა. და ასეთ დროს, არის კაცი, ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ბიზნესის საკეთებლად იცლის სხვა ქვეყნებში. ასეთი კაცის განცხადებებზე საერთოდ არ მინდა მე კომენტარი გავაკეთო და ერთი მიზეზია კიდევ რატომაც მოვერიდები უფრო ღრმა კომენტარს - ეს არის ის, რომ მუდმივად ცდილობენ, ეს არ არის შემთხვევით, ეს ერთგვარი დავალებაა, მუდმივად ცდილობენ, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ პოლემიკაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ამის არავითარი სურვილი არ გვაქვს. იქიდან არის მუდმივად შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. სამწუხაროდ, დღემდე ელჩი არ არის ელემენტარულად დანიშნული საქართველოში, ბევრ სხვა ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ცილისწამება, ტყუილი მოვისმინეთ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და აშ. ჩვენ არ გვინდა, ამაში შევყვეთ მათ. ჩვენ არ გვინდა, არაფერში არ გვჭირდება პოლემიკა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს უბრალოდ არ გვჭირდება, ხანდახან გვიწევს რეაგირება, როდესაც უხეშ ბრალებას გვიყენებენ მაგრამ ამის იქით ნამდვილად არ გვინდა მათთან პოლემიკაში შესვლა. რაც შეეხება კონკრეტულად არახამიას, ის პიროვნულადაც არავითარ რეაგირებას არ იმსახურებს.

[...]

მაშინ ასეთი მარტივი გათვლა იყო რომ იმ ფონზე ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევა ქვეყანაში გამოიწვევდა არეულობას. მარტივი გათვლა იყო, მარტივი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა მაშინაც ელჩის გაწვევას. ეს, რა თქმა უნდა, ცხადზე უცხადესია და დღეს, როცა ამას წყალობად წარმოგიჩენენ - ელჩის დაბრუნება სჭირდება უკრაინულ მხარეს საქართველოში, საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადგილზე, მუშაობს და ბევრ რამეს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებისა. ჩვენ მოგვარებული გვაქვს ეს ყველაფერი. უკრაინულ მხარეს სჭირდება, რეალურად, საქართველოში ელჩის დანიშვნა. როდესაც ამას არ აკეთებენ, ამით მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - თქვა კობახიძემ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი