უკრაინული დრონით თავდასხმა იყო ბრიანსკის ოლქის ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაზე - რუსი გუბერნატორი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი ამტკიცებს, რომ ქალაქ სტაროდუბში ადმინისტრაციულ შენობაზე უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა მოხდა.

"უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა დაბომბა ადმინისტრაციული შენობა სტაროდუბში", - დაწერა გუბერნატორმა "ტელეგრამზე".

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ბრაიანსკის ოლქი სამხრეთით ესაზღვრება უკრაინის ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი