
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მის ქვეყანას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევის დასაწყებად. მისი თქმით, სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება.
"[რაც გვაქვს] ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და წარმატებები. მაგრამ ჩვენ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო", - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატოს ქვეყნების მიერაა გაწვრთნილი მზად არიან, მაგრამ არმიას ჯერ კიდევ სჭირდება რაღაცები, მათ შორის ჯავშანტექნიკა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს რაიმე ტერიტორიის დათმობა მშვიდობისთვის: "მათ არ შეუძლიათ უკრაინაზე ზეწოლა ტერიტორიების დათმობაზე. რატომ უნდა მისცეს მსოფლიოს ნებისმიერმა ქვეყანამ პუტინს თავისი ტერიტორია?"