სანქციებს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ვერ განახორციელებენ ოპერაციებს - ხუციშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ამბობს, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ცალმხრივადაა მიღებული და ამტკიცებს, რომ სანქცირებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ:

"როგორც ჩაკეტვასთან დაკავშირებით იყო ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, ასევე გახსნასთან დაკავშირებითაც არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება შეშფოთებას უშუალოდ კონკრეტულ სანქციებთან მიმართებაში, ასევე გავაკეთე განმარტება, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ, იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ვერ განახორციელებენ შესაბამის ოპერაციებს" ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი რუსული ავიაკომპანიები იფრენენ საქართველოში, რადგან მათი დიდი ნაწილი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.

შეგახსენებთ პუტინმა გუშინ საქართველოს ყველა შეზღუდვა მოუხსნა და აღადგინა როგორც პირდაპირი ფრენები, ასევე სავიზო რეჟიმი, რომელიც თავადვე ჰქონდა დაწესებული. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი