თუ ვინმე ამბობს, რომ პუტინი არ არის ტერორისტი, მაშინ ეს ადამიანი სრულ ჭკუაზე ვერ არის - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის პირობებით დასვას, თუმცა როგორც ის ამბობს, ასეთი რამ არ მოხდება - "გაითვალისწინეთ, დარწმუნებული ვარ, რომ თუ რამეზე ვისაუბრებთ და პრეზიდენტი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პირობებით“ ამბობს დანილოვი.

მისივე თქმით, ბოევიკების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საბრძოლო მასალის ნაკლებობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

 "პუტინი არის ნაძირალა, რომელმაც 500 უკრაინელი ბავშვი მოკლა და ეს ცივილიზებულმა ხალხმა უნდა გაიგოს და თუ ვინმე ამბობს, რომ პუტინი არ არის ტერორისტი და არ არის ის, ვინც დაიწყო ეს ომი, მაშინ ეს ადამიანი სრულ ჭკუაზე ვერ არის" ამბობს დანილოვი უკრაინული მედიის ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი