ვინმემ მოითხოვა მოლდოვისგან დსთ-ს დატოვება? რატომაა საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა გაუგებარი?- კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ერთმანეთთან კავშირში არაა და ამის მაგალითად მოჰყავს მოლდოვა, რომელიც დსთ-ის წევრია:

"არავითარი კავშირის არ არსებობს ფრენების აღდგენასა და კანდიდატის სტატუსს შორის. მაგალითად, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. მოგისმენიათ ერთი განცხადება მოლდოვასთან დაკავშირებით, ვინმემ მოითხოვა მოლდოვისგან დსთ-ს დატოვება?... თან ამბობს, რომ უნდა ევროკავშირის წევრობა, თან ამბობს, რომ უნდა დსთ-ში დარჩენა. რატომ? იმიტომ რომ ფრთხილობენ? ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, თუ დასავლეთისთვის და სხვადასხვა პოლიტიკოსებისთვის მოლდოვის სიფრთხილე გასაგებია, "რატომაა საქართველოს სიფრთხილე ან პრაგმატული პოლიტიკა გაუგებარი? აქ ახსნა არის, რომ ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას, აქვთ კონკრეტული მიზანი - მეორე ფრონტი და საქართველოს ომში ჩართვა" ამბობს კობახიძე. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი