
ჩვენი მხრიდან ეს იყო სავალდებულო ნაბიჯი, სხვ გზა არ გვქონდა - აცხადებს ირაკლი კობახიძე ევროპის სოციალისტური პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კობახიძის ახსნით, PES-ი ოცნებას "ღმერთის, სამშობლოსა და ოჯახის დაცვისთვის" დაემუქრა გარიცხვით:
"დროში დამთხვევის მიუხედავად, ყველას ესმის, რომ არავითარი კავშირი არ არის ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებასა და ფრენების აღდგენას შორის [რუსეთიდან]. ჩვენ დაგვემუქრა ევროპის სოციალისტური პარტია გარიცხვით ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო
პრემიერმა მიიღო მონაწილეობა ამ სახელწოდების კონფერენციაში, ამაზე მეტზე არ იყო იქ საუბარი, საუბარი იყო იმაზე, როგორ უნდა ვცეთ პატივი ამ იდეებს და ამ ფენომენს. ამისათვის როცა გემუქრებიან პარტიიდან გარიცხვით, ბუნებრივია სხვა ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ გრჩება" თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ევროპაში პარტნიორი პარტიის გარეშე რჩება, რადგან დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ლიდერებმა "ევროპის სოციალისტური პარტიიდან" გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. "ოცნებას" არ მოეწონა ის კრიტიკა, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ღარიბაშვილის გაკეთებულ ანტიევროპულ განცხადებებს მოჰყვა უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე.