კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სწორი, მკაფიო პოზიციონირება მეტ ფორას მოგვცემს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"კანდიდატის სტატუსთან ამ ღირებულებებთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი დამოკიდებულება შეუძლებელია რაიმე შეხებაში იყოს, ან გადაწყვეტილებასთან რამე შეხებაში იყოს, ცარიელი სპეკულაციაა შესაბამისად, რომელიც პოლიტიკური ოჯახის წევრი ვიქნები მე, როგორც პიროვნება, ეს ხომ არ შეიძლება რაღაც ზოგადი გადაწყვეტილების საფუძველი იყოს, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა, მე რომ ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრი ვარ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ასევეა პარტიის გადაწყვეტილება რომელი პოლიტიკური ოჯახის წევრი იქნება პარტია, ეს არის მისი გადასაწყვეტი და იქნება თუ არა იმ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, რომლის ხელმძღვანელებიც ბოლო დროს ფსევდო ლიბერალურ აქცენტებს აკეთებენ და არარეალურად ვთქვათ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე აქცენტს. ვფიქრობთ, რომ პირიქით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სწორი, მკაფიო პოზიციონირება უფრო მეტ ფორას მოგვცემს. [...] როდესაც შენ შენივე პოლიტიკური ჯგუფიდან გეუბნებიან, რომ დამნაშავეები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები და შენი პოლიტიკური გუნდის წევრები მათ ადგილას, პრაქტიკულად, შეიძლება ცოტა ვუტრირებ, პრაქტიკულად ამას გვეუბნებოდნენ, ეს პირიქით, ამ სწორ სვლას, პარტიის კი არა, უკვე ქვეყნისას, ხელს უშლის".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ PES-ის დატოვებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი