ვფიქრობ, რუსეთს წინასწარი კონსულტაცია აუცილებლად ექნებოდა "ოცნებასთან" - ბეჟაშვილი ფრენების აღდგენასა და სავიზოს გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

„ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას ცალმხრივად ვერ მიიღებდა და წინასწარი კონსულტაცია აუცილებლად იქნებოდა „ქართულ ოცნებასთან“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პუტინის გადაწყვეტილებების კომენტირებისას. ბეჟაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც თან ახლავს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას:

„ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას ცალმხრივად ვერ მიიღებდა და წინასწარი კონსულტაცია აუცილებლად იქნებოდა ქართულ ოცნებასთან ამიტომ ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მართებს მიიღოს ქმედითი ნაბიჯები იმისათვის რომ ის საფრთხეები,რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება უკავშირდებოდეს თავიდან აარიდოს ქვეყანას საუბარი არის თუნდაც უკანონო მიგრაციის გაზრდაზე ,რომელიც საფრთხეებს უქმნის ,როგორც ქვეყნის ფინანსურ ისე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა უამრავ საფრთხეებს შეიცავს, მათ
შორის, უსაფრთხოების კუთხით ამიტომ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ,რომ ვიფიქროთ ვიზების შემოღებაზე რუსეთის ფედერაციასთან იმავდროულად ეს გადაწყვეტილება არის გამოძახილი იმ სოლიდარობისა, რომელსაც სამწუხაროდ ქართული ოცნება უცხადებს რუსეთის ფედერაციას სანქციების თავის არიდებასთან მიმართებაში ,ევროპის დადანაშაულებასთან დაკავშირებით,რომ საქართველოს ომში ჩართვა სურს და ა.შ.

ვფიქრობ რომ ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება პუტინის ვინაიდან მას დღეს დასავლური რეჟიმი ჰყავს ქართული ოცნების სახით საქართველოში.“ - აცხადებს ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, პუტინმა გუშინ, 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება და აღდგება პირდაპირი ფრენები, რომელიც თავად რუსეთმა აკრძალა 2019 წელს, გავრილოვის ღამის შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი