დღევანდელი გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნება" ფაქტობრივად შეუერთდა პუტინის "ეძინაია რასიას" - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"დღეს "ქართული ოცნება" ღიად და დაუფარავად გაფორმდა რუსულ ძალად - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ევროპელი სოციალისტების" რიგებიდან "ქართული ოცნების" გამოსვლას.

ვაშაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით,   "ქართული ოცნება" ფაქტობრივად შეუერთდა პუტინის "ეძინაია რასიას", 

"დღეს "ქართული ოცნება" ღიად და დაუფარავად გაფორმდა რუსულ ძალად. "ქართულმა ოცნებამ" დემონსტრაციულად დატოვა ევროპელ სოციალისტთა ოჯახი. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკური ოჯახი, სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს გერმანიის მმართველი პარტია და ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" შეუერთდა პუტინის "ეძინაია რასიას", დღევანდელი გადაწყვეტილებით". ამბობს ვაშაძე

როგორც მან აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ღია და მკაფიო უარის თქმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, ეს არის ფაქტობრივად საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა, პირდაპირი დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობასა და იმ მიზანზე, რაც ქვეყანას აქვს - ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და "ნატოსთან" ერთად. 

"ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება იმისათვის, რომ რუსეთის ჩრდილქვეშ შეინარჩუნოს ძალაუფლება პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც არაფერი საერთო არც საქართველოსთან, არც ქართულ ღირებულებებთან, არც ქართულ ეროვნულ ინტერესებთან. მათ ერთადერთი საერთო დღევანდელი გადაწყვეტილებით აქვთ რუსულ რეჟიმთან, პუტინთან და იმ მავნებლურ ტერორისტულ ძალასთან, რომელიც ძალიან მალე დამარცხდება" - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე "ევროპელი სოციალისტების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი