ერევანი და ბაქო ერთმანეთს მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ერევანი და ბაქო ერთმანეთს მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.  აზერბაიჯანის ინფორმაციით, სომხეთის მიერ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. ერევნის ცნობით კი აზერბაიჯანულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს დასახლება სოტკის მიმართულებით, რის შედეგადაც ორი სომეხი ჯარისკაცია დაჭრილი. ორივე მხარის ინფორმაციით ცეცხლი არტილერიიდან და ნაღმმტყორცნებიდან გაიხსნა. 

14 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში მორიგ შეხვედრას გამართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი