რუსეთმა "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში არესტოვიჩი და გონჩარენკო შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა "ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მრჩეველი, ალქსეი არსეტოვიჩი შეიყვანა. სიაში მოხვდა უკვე "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებული მსახიობი არტურ სმოლიანინოვიც. 

გარდა ამისა, როგორც უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, სოციალურ ქსელში წერს  "Росфінмоніторинг"-მა  "ექსტრემისტების" სიაში ისიც შეიყვანა. 

ცნობისთვის, რუსული კანონმდებლობით, აღნიშნულ სიაში შეყვანილ პირთა ანგარიშებს რუსულ ბანკებში აყადაღებენ და მათ მომსახურებას წყვეტენ. გარდა ამისა, "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეყვანილ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ეკრძალებათ მედიასთან კონტაქტი, ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, არჩევნებში მონაწილეობა და ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენება რუსეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი