
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან ანკარაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ვიყავი რაიონულ და სამხარეო ადმინისტრაციაში, ხუთი ვადით ვიყავი დეპუტატი, გავხდი პრეზიდენტობის კანდიდატი, შევქმენი პარტია. 40 წელზე მეტია, ვიბრძვი…რაც ვნახე ამ ბოლო 45 დღის განმავლობაში, 45 წელია არ მინახავს" - განაცხადა ინჯემ და აღნიშნა, რომ რეპუტაციის შელახვის მიზნით, მის მიმართ დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობდა.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. არჩევნები თურქეთში 14 მაისს გაიმართება.