
სამხრეთ გერმანიაში, სინდელფინგენში Mercedes-Benz-ის ქარხანაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ პოლიციამ მსროლელი ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავა.
გარდა ამისა გაირკვა, რომ მსროლელი და მისი მსხვერპლი არა ქარხნის თანამშრომლები, არამედ ერთ-ერთი ლოჯისტიკური კომპანიის, Rhenus-ის თანამშრომლები იყვნენ.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.