
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყოველდღიურად აქვს სიცხე, წნევა და გრძელდება წონის კლება. მისივე ცნობით, უკვე ყოველდღე საჭიროა სისხლის პლაზმის გადასხმა, რადგან სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში. როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყობინება, ჯანმრთელობის დოკუმენტაციის მოპოვებაში მის ადვოკატებს შეფერხებებს უქმნიან:
"ყოველდღე მაქვს 160/100 წნევა, 38°C, გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში.
ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ ჩემს ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რაც კანონით გვეკუთვნის. გვისახელებენ აბსურდულ მიზეზებს, როგორიცაა თანამშრომლის შვებულებაში ყოფნა.გვაფერხებენ, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში, ამავე მიზნით არ უშვებენ ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მანდატით აღჭურვილი უკვე თვეების განმავლობაში მზადაა ჩამოვიდეს და ჩაერთოს ჩემი ჯანმრთელობის საკითხში." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: