ხანძარი რუსეთში | ნორილსკში საწყობები იწვის

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ნორილსკში 3 000 კვ.მ ფართობზე მდებარე საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა, - როგორც რუსული მედია წერს, თავდაპირველად ხანძრის ფართობი 1,5 ათასი კვადრატული მეტრი იყო, თუმცა მალევე გაორმაგდა. 

ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია 40-ზე მეტი ადამიანი და 12 ტექნიკაა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ხანძრის გამო რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეგიონის გუბერნატორმა და ხელისუფლებამ ფედერალური დახმარება მოითხოვა. 

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში მასშტაბური ხანძარია. რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი და აღჭურვილობა ხანძრის გავრცელების გასაკონტროლებლად, რადგან პუტინმა, უკრაინის ომში მეხანძრეებიც ჩართო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი